Friday, November 12, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა

a.1. პროექტის სათაური.
      მუსიკალური ინსტრუმენტები.
2.პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით.
 პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა ინსტრუმენტებს, მათ ჟღერადობას და წარმოშობის ისტორიას.
3.პროექტის სრული ღწერა.
 ვთხოვთ მოსწავლეებს დაასახელონ მათთვის ნაცნობი ინსტრუმენტები,როგორც ხალხური ისე კლასიკური. ვყოფ მოსწავლეებს 4 ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს ვაძლევ სახელწოდებას.
 I - სიმებიან ინსტრუმენტთა ჯგუფი.
II - დასარტყამ ინსტრუმენტთა ჯგუფი.
III- ჩასაბერ ინსტრუმენტთა ჯგუფი.
IV- კლავიშებიან ინსტრუმენტთა ჯგუფი.
ვთხოვ მოსწავლეებს დაწერონ მათი ჯგუფისთვის შესაბამისი ინსტრუმენტები და დაახარისხონ ისინი მასალის მიხედვით და გაარჩიონ ხალხურია თუ კლასიკური. რა იციან ამათუიმ ინსტრუმენტთა წარმოშობის შესახებ.
თითოეულ ჯგუფს უნდა ყავდეს ერთი პრეზენტატორი ,რომელიც წარმოადგენს მათ ნამუშევარს.
4.მონაწილეთა ასაკი.
    11-12 წელი.
5.ვადები,ხანგრძლივობა.
   თითოეულ ჯგუფს მიეცემა მოსაფიქრებლად 15 წუთი.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში.
    მოვასმენინებ რამდენიმე ფრაგმენტს, რომელიმე მუსიკალური ნაწარმოებიდან და ვთხოვ ამოიცნონ,რომელი ინსტუმენტის ჟღერადობა ესმით.
  ა) დავურიგებ ინსტრუმენტთა სურათებს და ვთხოვ მიუწერონ სახელები მათთვის ნაცნობ ინსტრუმენტს და დაყონ ისინი ჯგუფის მიხედვით და მასალის მიხედვით.
  ბ) ვთხოვ დახატონ მუსიკალური ინსტრუმენტები ან მათი რომელიმე ნაწილი.
7. მოსალოდნელი შედეგები.პროდუქტი,რომელიც შეიძლება შეიქმნას.
 პროექტის მიზანია გაეცნონ მოსწავლეები სხვადასხვა ინსტრუმენტთა სახელებს, მათ ჟღერადობას და ვიზუალურ მხარეს. ისწავლონ მუსიკის ყურადღებით მოსმენა, ტემბრის აჟქმნა და გარჩევა, დიალოგი და მსჯელობა.მოსწავლეები მოიძიებენ სხვადასხვა ინსტრუმენტებს ინტერნეტში და მოისმენენ მათ ჟღერადობას.მოპოვებულ ინფორმაციას განვათავსებთ ბლოგზე.
8. სარგებელი სხვებისთვის.
    სხვებს დაეხმარება მუსიკის მოსმენის დროს ამოიცნონ თუ რომელი მუსიკალური ინსტრუმენტები ჟღერს და იცოდნენ მათი სახელები.
9.  სამუშაო ენა.
   ქართული.
10. მონაწილეები სხვა სკოლიდან.
    მონაწილეები სხვა სკოლიდან არ გვყავს.
11. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ გეგმასთან კავშირი.     პროექტი კავშირშია ისტორიასთან, გეოგრაფიასთან, მუსიკის ისტორიასთან, ხატვასთან, არქეოლოგიასთან, ეთნოგრაფიასთან. შედეგი თვალსაჩინოა თუკი მოსწავლე ამოიცნობს ინსტრუმენტებს ,როგორც ნახატზე ისე სოლო ჟღერადობის დროს. ხატავს ინსტრუმენტს ან მის რომელიმე ნაწილს. განარჩევს მას მასალის და ჯგუფის მიხედვით.
12. პროექტის ავტორი 
      სოფიკო ბერაია
13. პროექტის ელ–ფოსტა
      sophikoberaia@gmail.com
14. პროექტის ვებ–გვერდი
      sophikoberaia.blogspot.com